ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი&ნბსპ; დაარსდა 1937 წელს მხატვრის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ვარლამ მახარობლიძის ძალისხმევით. მანვე მოიძია და შეიძინა მუზეუმის ექსპონატების დიდი ნაწილი.

2007 წელს მუზეუმს ისტორიული მუზეუმის სტატუსი და ვ. მახარობლიძის სახელი მიენიჭა.

საქართველოს უახლესი ისტორიის რთული პერიოდისა და 1996 წელს მუზეუმში გაჩენილი ხანძრის მიუხედავად, კოლექციების მნიშვნელოვანი ნაწილი შენარჩუნებულია.

ცაგერის ისტორიული მუზეუმი საქართველოს რეგიონულ მუზეუმებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია. მასში დაცულია ლეჩხუმის (,,სკვიმნია'' - ბერძნული, ბიზანტიური, სომხური წყაროების მიხედვით; ,,თაკვერი'' - ქართული წყაროების მიხედვით) ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს შემთხვევით აღმოჩენილი და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ექსპონატები.

მხარის გეოლოგიური წარსულისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მნიშვნელოვანი ნიმუშები წარმოდგენილია მუზეუმის გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, საეკლესიო, ეთნოგრაფიული, ფოტოხელოვნების ნიმუშებისა და ფერწერული კოლექციების სახით.

ექსპონატების უმეტესობა შემთხვევით მონაპოვარს წარმოადგენს. მათი საერთო რაოდენობა, რომელიც მუზეუმში შემოსულია შესყიდვის, ნაჩუქრობისა და არქეოლოგიური გათხრების შედეგად, 10 000-მდე არტეფაქტს ითვლის.

2013 tsagerimuseum.ge All Rights Reserved

designed by Hech